Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ანტიპატრიარქისტების ლუსტრაცია - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
ambebi.ge
29 May 2017, 11:20
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარჩავამ განუცხადა, "ანტიპატრიარქისტებს" შორის როგორც საერო, ისე სასულიერო პირები არიან. საპატრიარქოს იურისტი მათი ვინაობის წინასწარ დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პირებს შორის, ვის ლუსტრაციასაც გეგმავს, ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები არიან.

"ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, როგორც სასულიერო პირების, ისე საერო პირების, ვინც არიან "ანტიპატრიარქისტები". დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, რომ საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს.

"წინასწარ თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ არიან ის სასულიერო პირები და მათ ზურგს უკან მდგომები, ვინც მხარს უჭერენ თუნდაც "ციანიდის საქმეს" და მამა გიორგი მამალაძეს. მათ, ვინც ამ საქმეს მხარს უჭერენ, უნდათ პატრიარქის მმართველობის გაუქმება საქართველოში და ამაზე შესაბამის ფაქტებსაც წარმოვადგენთ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი